ევროკავშირი დონბასის მოქალაქეებზე გაცემული რუსული პასპორტების ამოცნობას გეგმავს

ევროკავშირი დონბასის მაცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების ამოცნობის შესახებ რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ამის შესახებ ევროკომისიაში (EC) აცხადებენ. ინფორმაციას გამოცემა „იზვესტია“ ავრცელებს.

რეკომენდაციები ეხება შენგენის ვიზის ისეთი პასპორტების მფლობელებს, რაც რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლისთვის სჭირდებათ.
აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციების განხილვის მიუხედავად, თითოეული ქვეყანა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროპული საკონსულოები დონბასის მაცხოვრებლებზე გაცემული რუსული პასპორტების იდენტიფიცირების შესახებ რეკომენდაციებს ამზადებდნენ.
ადრე, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა, რომ ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების მაცხოვრებლებისთვის გაცემული პასპორტები გააუქმოს.
სამინისტრომ განმარტა, რომ თუ ევროკავშირში ერთიან პოზიციაზე ვერ შეთანხმდებიან, ლიტვა დოკუმენტებს ცალმხრივად არ აღიარებს. მსგავსი გადაწყვეტილება ადრე ესტონეთის მთავრობამ მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...