ევროკავშირი, დიდ ბრიტანეთს ბრექსითის დაწყების თარიღად 22 მაისს სთავაზობს

27 ქვეყნის ლიდერებმა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ დიდ ბრიტანეთს კავშირის დატოვების საშუალებას აქამდე შეთანხმებული 29 მარტის ნაცვლად, 22 მაისს მისცემენ იმ პირობით, თუკი ამ ვერსიას გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი მხარს დაუჭერს.

თუკი ბრიტანელი კანონმდებლები ამ შეთავაზებაზე უარს იტყვიან, მაშინ ბრექსითი 12 აპრილამდე უნდა განხორციელდეს.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ბრექსითისთვის ყველა ვარიანტი ღია იქნება 12 აპრილამდე, ხოლო ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღი გადაიდება.

“დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას ისევ ექნება არჩევნის გაკეთების საშუალება კავშირის შეთანხმების დატოვების ვარიანტსა და შეთანხმების გარეშე დატოვების ვარიანტს შორის.

12 აპრილი, ევროპარლამენტში არჩევნების ჩატარების თავლსაზრისით მნიშვნელოვანი თარიღია. თუკი ამ რიცხვამდე ისინი ვერ გადაწყვეტენ თარიღს, გახანგრძლივების შესაძლებლობა ავტომატურად გაუქმდება”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ამავდროულად, ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ იმედი გამოთქვა, რომ ლონდონი მიიღებს ევროკავშირის მიერ შეთავაზებ შეთანხმებას ბრექსითის შესახებ.

ამაზე საპასუხოდ, მეიმ განაცხადა, რომ ურჩევნია ბრექსითი მანამ მორჩეს, სანამ ევროპარლამენტში არჩევნები შედგება და ბრიტანეთის პარლამენტს ამ წინადადების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ევროკავშირს აგრეთვე სთხოვა ბრესითის თარიღის 29 მარტის ნაცვლად 30 ივნისის ჩანიშვნა. ტერეზა მეის თქმით, ახალი თარიღი აუცილებელია, რათა დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა დაამტკიცოს ევროკავშირთან შეთანხმება ქვეყნის კავშირიდან გასვლის შესახებ. ამაზე საპასუხოდ კი ტუსკმა განაცხადა, რომ ვადის გადადება შესაძლებელია, თუმცა გარკვეული პირობების სანაცვლოდ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...