ევროკავშირი: “ჩვენ არ გვაქვს სხვა შესაძლებლობა, გარდა თალიბანთან ურთიერთობისა”

”ჩვენ არ გვაქვს სხვა შესაძლებლობა, გარდა თალიბანთან ურთიერთობისა, მაგრამ ეს ურთიერთქმედება არ ნიშნავს მის აღიარებას,” – თქვა მან. ”თუმცა, ეს ნიშნავს საუბარს.” მან ხაზი გაუსვა, რომ “თალიბანთან” მომავალი ურთიერთქმედება “განისაზღვრება მათი ქმედებებით”, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, ჟოზეფ ბორელმა, ევროპარლამენტში გამოსვლისას.

მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნები ასევე მსჯელობენ იმაზე, თუ რა ფორმით შეიძლება ევროკავშირი იყოს წარმოდგენილი ქაბულში, საჭირო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, “ბლუმბერგმა” პარასკევს განაცხადა, რომ ევროკავშირმა რადიკალურ “თალიბანთან” განიხილა ქაბულში მისი შეზღუდული დიპლომატიური ყოფნის უსაფრთხოება.

კომენტარები
იტვირთება...