ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს, ბირთვული რაკეტების გამოცდა შეწყვიტოს

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების გაშვება უნდა შეაჩეროს და შეერთებულ შტატებთან ქვეყნის ბირთვული განიარაღების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება განაახლოს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესმდივნის, მაია კოსიანჩიჩის განცხადებაშია აღნიშნული.

”დღევანდელი ორი მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გაშვებით (10 აგვისტო), რომელიც მეხუთე ასეთი ტესტი იყო ბოლო კვირების განმავლობაში, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (DPRK) აგრძელებს ძირის გამოთხრას კორეის ნახევარკუნძულზე ნდობის აღდგენისა და მუდმივი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებისთვის ”, – თქვა კოსიანჩიჩმა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეისგან ელის, რომ პროვოკაციებისგან თავს შეიკავებს და სრულად შეასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს, როგორც ეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მრავალ რეზოლუციაშია აღნიშნული.

”ჩვენ ველით, რომ ჩრდილოეთ კორეა აშშ-სთან სამუშაო დონეზე მოლაპარაკებებს სწრაფად განაახლებს, როგორც 30 ივნისს, დემილიტარიზებულ ზონაში (DMZ) შეხვედრაზე შეთანხმდნენ. კონსტრუქციული და მდგრადი მოლაპარაკებისთვის დიალოგი უნდა დაიწყოს”, – აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად