ევროკავშირი Brexit-ის გადადებაზე შეთანხმდა

ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის დიპლომატები Brexit-ის გადადებაზე შეთანხმდნენ. კონკრეტული თარიღს კი ისინი მას შემდეგ განიხილავენ, რაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი გადაწყდება. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

აქამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა, პარლამენტს, ვადამდელი არჩევნების ჩატარების თარიღად 12 დეკემბერი შესთავაზა. პარლამენტმა ამის შესახებ გადაწყვეტილება ორშაბათს უნდა მიიღოს.

22 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა, Brexit-ის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. პარლამენტარებმა უარი თქვეს ევროკავშირის დატოვების დაჩქარებულ გრაფიკზე.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს Brexit-ის 2020 წლის 31 იანვრამდე გადადების რეკომენდაცია მისცა. მან განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერებს, ევროკავშირის საგანგებო სამიტის მოწვევის გარეშე, წერილობითი სახით შესთავაზებს გადაწყვეტილების მიღებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად