ევროკავშირი ავღანეთისთვის გამოყოფილ ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს 100 მილიონი ევროთი ზრდის

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა “ტვიტერზე” დაწერა.

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ შიმშილი და ჰუმანიტარული კატასტროფა. ამიტომაც ჩვენ ისევ გავზრდით ავღანეთისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას 100 მილიონი ევროთი. ეს ავღანეთის მხარდაჭერის ახალი, უფრო ფართო პაკეტის ნაწილი იქნება“, – აღნიშნა მან.

კომენტარები
იტვირთება...