ევროკავშირი აშშ-ს დამატებითი შეზღუდვების დაწესებით დაემუქრა

ევროკავშირმა მოამზადა დოკუმენტი, რომელიც აშშ-ს წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი ევროკავშირში წარმოებულ ავტომობილებზე დამატებით გადასახადს დააწესებს. როგორც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა განაცხადა, ამ შემთხვევაში აშშ-ს დამატებითი საბაჟო გადასახადები მთლიანი თანხის 35 მილიარდ ევროს შეადგენს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

“ჩვენ ნებისმიერ კვოტას და შეზღუდვებს არ დავუშვებთ. თუ შეზღუდები დაწესდება, მაშინ ჩვენც საპასუხო სია გვაქვს”, _ განაცხადა მალმსტრომმა.
ამა წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რამდენიმე უცხოელი მწარმოებლის პროდუქტი ამერიკის ეკონომიკური ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა, მან ევროკავშირთან და იაპონიასთან მოლაპარაკებების ფონზე, დამატებითი შეზღუდვების დაწესება გადაიფიქრა.

სესილია მალმსტრომი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მიესალმა. თუმცა, მისი თქმით, აბსურდია დონალდ ტრამპის პოზიცია, თითქოს აშშ-ს ევროპის მხრიდან საფრთხე ელის.
“ვიმედოვნებ, რომ მომავალში ერთად ვითანამშრომლობთ”, – დასძინა ევროკავშირის წარმომადგენელმა.ევროკავშირი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...