ევროკავშირი ალექსეი ნავალნის სამართლებრივ დევნაში მონაწილეებს სანქციებს უწესებს

ევროკავშირის ელჩებმა შეათანხმეს რუსეთთან დაკავშირებული სანქციები და პირველად გამოიყენეს ახალი სპეციალური მექანიზმი ადამიანის უფლებების დარღვევების წინააღმდეგ. ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტი რიკარდ ჟოზვიაკი თავის Twitter-ზე წერს.

შეზღუდვები გავრცელდა ოთხ პირზე, რომლებიც, ბრიუსელის აზრით, კავშირში არიან ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სამართლებრივ დევნასთან. სია 2 მარტს გამოქვეყნდება ევროკავშირს ოფიციალურ ჟურნალში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...