ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა

ბერლინში გამართული წილისყრის შედეგად ევრობასკეტ-2022 – ის ჯგუფური ეტაპის მასპინძელ ქვეყნებში მოასპარეზე გუნდების ვინაობა გაირკვა

ევრობასკეტ-2022 -ის ფინალური ტურნირის ჯგუფური ეტაპის მასპინძლებად შერჩეულ ოთხი ქვეყნიდან თითოეულში მოასპარეზე ნაკრები გუნდების შემადგენლობა გერმანიის დედაქლაქ ბერლინში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გაირკვა.

ევრობასკეტ-2022 – ის ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 1-დან 7 სექტემბრის ჩათვლით თბილსში გაიმართება, საქართველოსთან ერთად იასპარეზებენ ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი (მასპინძელი ქვეყნისათვის მინიჭებული უფლებით შერჩეული ქვეყანა), ბელგია და ბულგარეთი.

B ჯგუფის მასპინძელ გერმანიასთან ერთად საფრანგეთი, ლიეტუვა (შერჩეული ქვეყანა), სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა.

C ჯგუფში იტალიელებთან ერთად იასპარეზებენ საბერძნეთი, ხორვატია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და ესტონეთი (შერჩეული ქვეყანა).

D ჯგუფში ჩეხეთთან ერთად მოხვდნენ სერბეთი, პოლონეთი (შერჩეული ქვეყანა), ფინეთი, ისრაელი და ნიდერლანდები.

ჩემპიონატის ორგანიზატორი კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის კომიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველო მეტოქეებს ასეთი თანმიმდევრობით შეხვდება:

1 სექტემბერი – ბელგია
3 სექტემბერი – ესპანეთი
4 სექტემბერი – თურქეთი
6 სექტემბერი – ბულგარეთი
7 სექტემბერი – რუსეთი

ოთხ-ოთხი საუკეთესო გუნდი თითოეული ჯგუფიდან მერვედფინალში გავა, სადაც ისინი წინასწარ გაწერილი სქემის მიხედვით დაწყვილდებიან:

A1 – B4
A2 – B3
A3 – B2
A4 – B1
C1 – D4
C2 – D3
C3 – D4
C4 – D1

მეოთხედფინალი:
A1/B4 – C3/D2
A2/B3 – C4/D1
A3/B2 – C1/D4
A4/B1 – C2/D3

ნახევარფინალში A1/B4-ს და C3/D2-ს შორის გამარჯვებული B2/A3-ს და C1/D4-ს შორის გამარჯვებულს შეხვდება ხოლო A2/B3-ს და C4/D1-ს შორის გამარჯვებული B1/A4-ს – C2/D3-ს შორის გამარჯვებულს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...