ევრო 2020-ზე რუსეთმა დანიასთან 1:4 წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა

ევრო 2020-ის B ჯგუფში დასრულდა მესამე ტურის შეხვედრები

ბოლო ტურის წინ ჯგუფიდან გასვლა ბელგიის ნაკრებს ჰქონდა განაღდებული, სხვა სამი გუნდი კი მეტნაკლებად ინარჩუნებდა მერვედფინალში გასვლის შანს.

ყველაზე რთულ სიტუაციაში დანიის ნაკრები იყო. მათ მეორე ადგილის არა მხოლოდ უნდა გაემარჯვათ რუსეთთან შეხვედრაში, არამედ ფინეთი უნდა დამარცხებულიყო ბელგიელებთან შეხვედრაში.

იმ შემთხვევაში, თუ ფინეთი და რუსეთი თავიანთ შეხვედრებს ფრედ დაასრულებდნენ, მაშინ მეორე ადგილს რუსეთი დაიკავებდა (პირად შეხვედრებში უპირატესობის გამო),

სანკტ-პეტერბურგში, „გაზპრომ არენაზე”, ბელგიელების და ფინელების შეხვედრა ბელგიელების გამარჯვებით დასრულდა – 2:0.

გოლები 74 წუთზე ლუკაშ გრადეცკიმ (სალუთარ კარში) და 81-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს

კოპენჯჰანგენში, „პარკენზე”, დანიელებმა რუსეთის ნაკრებთან შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის 38-ე წუთზე მიქელ დამსგარდის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ.

შეხვედრის 58-ე წუთზე იუსუფ პოულსენმა მეორე გოლი გაიტანა რუსეთის ნაკრების კარში.

70-ე წუთზე არტიომ ძიუბა თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

79-ე წუთზე ანდრეას კრისტიანსენმა მესამე გოლი გაიტანა რუსეთის ნაკრების კარში.

82-ე წუთზე იოახიმ მეხლემ მეოთხედ აიღო რუსეთის ნაკრების კარი

ბელგია 3 თ → 9 ქ ბურთები 7:1
დანია 3 თ → 3 ქულა → ბურთები 5:4
ფინეთი 3 თ → 3 ქულა → ბურთები 1:2
რუსეთი 3 → 3 ქ → ბურთები 2:7

კომენტარები
იტვირთება...