ევრო 2020-ზე გერმანიამ პორტუგალია დამაჯერებლად დაამარცხა

ევრო 2020-ის F ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები დასრულდა

პირველ ტურში საფრანგეთთან განცდილი მარცხის შემდეგ გერმანიისთვის დღევანდელი შეხვედრაში არათუ წაგება, არამედ ფრეც კი შეიძლება  კატასტროფის ტოლფასი გამხდარიყო.  წაგება რთულ მდგომარეობაში აყენებდა პორტუგალიის ნაკრებსაც, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ მეორე ადგილის დასაბევებლად ბოლო ტურში საფრანგეთის ნაკრების დასამარცხებლად უწევდათ ბრძოლა.

შეხვედრის დასაწყისი პორტუგალიელებს ცუდს არაფერს უქადდა. ისინი რონალდოს მიერ მე-15 წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდნენ და ამ ანგარიშს 35-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ.

35-ე წუთზე პორტუგალიელმა რუბენ დიაშმა ავტოგოლი გაიტანა- 1:1.

4 წუთის შემდეგ კიდევ ერთი ავტოგოლით, ამჯერად რაფაელ გერეირუს მიერ გატანილით გერმანია წინ გავიდა – 2:1.

მე-2 ტაიმის დაწყებიდან 6 წუთი იყო გასული, როდესაც კაი ხავერცმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა – 3:1.

მე-60 წუთზე რობინ გოსენსმა მე-4 გოლი გაიტანა პორტუგალიელთა კარში – 4:1.

67-ე წუთზე დიეგუ ჟოტამ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მეტი გოლის გატანა კი პორტუგალიამ ვეღარ შეძლო.

საფრანგეთი 2 თ → 4 ქ → ბურთების სხვაობა 2:1
გერმანია 2 თ → 3 ქ → ბურთების სხვაობა 4:3

პორტუგალია 2 თ → 3 ქ → ბურთების სხვაობა 5:4
უნგრეთი 2 თ → 1 ქ → ბურთების სხვაობა 1:4
კომენტარები
იტვირთება...