ევრო 2020-ის პირველი მერვედფინალისტი იტალის ნაკრები გახდა

ევრო 2020-ის A ჯგუფი ერთადერთია ექვსიდან, რომელშიც გუნდებმა ორ-ორ შეხვედრა გამართეს

პირველ ტურში იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხების შემდეგ კვლავ მშრალად დამარცხდა თურქეთის ნაკრები. ბაქოში, „ოლიმპიურ სტადიონის” მინდორზე, უელსელებმა მათ კარში 2 გოლი გაიტანეს. 61 წუთზე კი გარეთ ბეილიმ პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა ორივე საგოლე გადაცემა მან გააკეთა.
 
უელსი – თურქეთი 2:0(0:0)
გოლები: აარონ რემზი (42, 1:0), კონორ რობერტსი (90+5′, 2:0). 
 
რომში, „ოლიმპიკოზე” მეორე გამარჯვება იზეიმეს იტალიელებმა. მათ შვეიცარიელები 3:0 დაამარცხეს
 
იტალია – შვეიცარია 2:0(1:0)
გოლები: მანუელ ლოკატელი (26′, 1:0 და 52′, 2:0), ჩირო იმობილი (89, 3:0)
 
იტალია 2 თ → 6 ქ
უელსი 2 თ→ 4 ქ
შვეიცარია 2 თ → 1 ქ
თურქეთი 2 თ → 0 ქ
 
იტალიამ მერვედფინალში თამაში გაინაღდა.
 
შეგახსენებთა, რომ მერვედფინალში ჯგუფებიდან 1-2 ადგილზე გასულ გუნდებთან ერთად 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი ითამაშებს.
კომენტარები
იტვირთება...