ევრო 2020-ის ნახევარფინალში იტალიამ ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა

ლონდონში, „უემბლიზე” ევრო 2020-ის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა

ლონდონში, „უემბლიზე”, ევრო 2020-ის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ იტალიის და ესპანეთის ნაკრები გუნდები შეხვდნენ.

შეხვედრის პირველი ნახევარში, რომელიც ესპანელების ტერიტორიულ უპირატესობით წარიმართა, როგორც მათ, ისე კონტრშეტევებზე მოთამაშე იტალიელებს ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, თუმცა ვერცერთმა მისი გამოყენება ვერ შეძლო.

მეორე ტაიმის დასაწყისი პირველის ანალოგიურად წარიმართა, კვლავ ესპანელები ფლობდნენ ძირითადად ბურთს, იტალიელები კონტრშეტევებით პასუხობდნენ.

შეხვედრის მე-60 წუთზე იტალიელთა მორიგი კონტრშეტევა ფედერიკო კიეზამ გოლით დაგვირგვინა – 1:0.

შეხვედრის მე-8ო წუთზე შეცვლაზე შესულმა ალვარო მორატამ შეძლო ანგარიშის გათანაბრება – 1:1.

გამარჯვებულის გამოსავლენად დანიშნულ დამატებით დროში მთლიანად დაცვაზე ორიენტირებულმა იტალიელებმა შეძლეს დაეცვათ კარი და დაინიშნა თერთმეტმეტრიანები.

ლოკატელის მიერ დარტყმული პირველი თერთმეტმეტრიანი ესპანელთა მეკარე სიმონმა მოიგერია, ოლმომ კი ბურთი კარს აააცილა. ამის შემდეგ იტალიელებმა 4 პენალტი დაარტყეს ზუსტად, ესპანეთმა კი ბოლოსწინა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა

იტალიამ პენალტების სერიაში 4:2 გაიმარჯვა და ფინალში ინგლისს და დანიას შორის გამარჯვებულს შეხვდება

კომენტარები
იტვირთება...