ევრო 2020-ის ჯგუფში ავსტრიამ უკრაინას სძლია და მე-2 ადგილი დაიკავა

ევრო 2020-ის C ჯგუფში დღეს ბოლო შეხვედრები გაიმართა

ბოლო ტურის წინ ჯგუფში გამარჯვება ნიდერლანდებს ჰქონდა გარანტირებული და ჯგუფიდან ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადიოდა ჩრდილოეთ მაკედონია. მეორე ადგილის ბედი კი უშუალო კონკურენტების შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა.

უკრაინას მე-2 ადგილის დასაკავებლად ფრეც აძლევდა ხელს, ავსტრიას კი მერვედფინალში გასვლა მხოლოდ მოგების შემთხვევაში შეეძლო.

შეხვედრის პირველი ნახევრის 21-ე წუთზე ავსტრიელმა კრიშტოფ ბაუმგარტნერმა გახსნა ანგარიში და უკრაინის ნაკრები გოლის გატანის აუცილებლობის წინაშე დააყენა.

უკრაინელებმა ავსტრიელთა კარის აღება ვერ შეძლეს და ჯგუფში მეორე ადგილი ავსტრიელებმა დაიკავეს.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ამსტერდამში, „იოჰან კრუიფზე”, ნიდერლანდებმა ჩრდილოეთ მაკედონიას სძლია – 3:0

ნიდერლანდები – ჩრდილოეთ მაკედონია 3:0(1:0)
გოლები: მემფის დეპაი (24′, 1:0), ჯორჯინიო ვეინალდუმი (51′ და 58′, 2:0 და 3:0)

ნიდერლანდები 3 თ → 9 ქ → ბურთები 8:2
ავსტრია 3 თ → 6 ქ → ბურთები 4:3
უკრაინა 3 თ → 3 ქ → ბურთები 4:5
ჩრდილოეთ მაკედონია 3 თ → 0 ქ → ბურთები 2:8

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ჯგუფებიდან 1-2 ადგილზე გასულ გუნდებთან ერთად 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი ითამაშებს

კომენტარები
იტვირთება...