A1 ბანერი

ლევან გორგაძემ მიტაკეუმი დაამარცხა (ვიდეო)

ოსაკაში ჰარუ ბაშოს მეექვსე დღის შეხვედრები მიმდინარეობს.

ჯურიო დივიზიონში გაგამარუ ზედიზედ მეორედ დამარცხდა. მას ჯურიო N5 -მა, იაპონელმა დაიშომარომ ცუკიოტოშით სძლია. გაგამარუს 2 მოგება და 4 წაგება აქვს

მაკუჩი დივიზიონში ტოჩინოშინი კომოსუბს, 26 წლის იაპონელ მიტაკეუმს (180 სმ, 170 კგ, ბალანსი ლევანთან 3:6) შეხვდა და უვატენაგეს ილეთით გაიმარჯვა. ექვსი დღის თავზე ლევანს 4 გამაჯვება აქვს 2 მარცხის წილ

ხვალ ტოჩინოშინი დასავლეთის N1 მაეგაშირას, 28 წლის იაპონელ ენდოს (184 სმ, 154 კგ, ბალანსი ლევანთან 3:4) შეხვდება. ენდო დღეს მონღოლ იჩინოჯოსთან დამარცხდა და მას ჰარუ ბაშოზე 5 წაგება და ერთადერთი მოგება აქვს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...