A1 ბანერი

ევა გოცირიძე: ყველა მხარეს ევალება სასამართლო ხელისუფლებაზე ძალიან ფაქიზად ისაუბროს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრი ევა გოცირიძე, ჟურნალისტებთან აღნიშნავს რომ სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით ქვეყანაში რთული პროცესები მიდის. თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დიმიტრი გვრიტიშვილის და სერგო მეთოფიშვილის განცხადებების შეფასებისგან თავს იკავებს.

“ისინი ჩემი ყოფილი კოლეგები არიან და რთული პროცესები მიდის, ამით შემოვიფარგლები. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია დღეს მართლმსაჯულების სისტემის განვითარების კუთხით. ერთის მხრივ შეუძლებელია იმის უგულებელყოფა რომ მუდმივობა არის ყველაზე ძლიერი გარანტია სასამართლოს დამოუკიდებლობის, რაც უკვე ჩაიწერა კონსტიტუციაში. ახლა უკან დახევა რთული წარმოსადგენია. თუმცა, მეორეს მხრივ მუდმივობა თავიდანვე ნებისმიერ სისტემაში  ეს ასე არის მუდმივად დანიშვნა მოსამართლის ცოტა კეტავს სისტემას, უფრო და უფრო იშვიათად წარმოიშობა ვაკანსიები და ახალგაზრდა თაობაც იძულებულია წლების განმავლობაში დაელოდოს ვაკანსიის გაჩენას იქ რომ მოხვდეს. თუმცა ეს მეორეს მხრივ ზრდის იმის ალბათობა რომ ყველაზე საუკეთესო პროფესიონალები მოვიდნენ თანამდებობაზე. იდეალური გამოსავალი ალბათ არ არსებობს.

ჩვენმა საზოგადოებამ, სასამართლოს სისტემამ და ყველამ ერთად უნდა მოვძებნოთ ის გამოსავალი, რომ მართლმსაჯულების ინტერესიც იყოს დაცული, სასამართლოსადმი ნდობაც ამაღლდეს და არც სასამართლოს რყევა მოხდეს, რომელიც დააზიანებს მათ შორეულ პერსპექტივას.

ბევრი არასწორი განცხადება კეთდება ყველა მხრიდან. მე ამ საკითხში ვერ ვიპოვე ვერავინ, ვინც უცდომელად ისაუბრებდა. იმდენი განცხადების მიმართ შემიძლია ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება გამოვხატო, პოლიტიკოსი იქნება თუ სხვა, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებ. ძალიან ფაქიზი თემა არის და ყველა მხარეს ევალება ძალიან ფაქიზად ისაუბროს“- განაცხადა ევა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...