ევა გოცირიძე: გებელსმა თქვა, მომეცით საინფორმაციოები და ნებისმიერ ერს ღორების კოლტად ვაქცევო

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა.

"თქვენ ეთერში გავიმეორებ გებელსის სიტყვებს, რომელმაც თქვა, რომ მომეცით მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ნებისმიერ ერს ღორების კოლტად გადავაქცევო. თქვენ იცით რა საშიშია პროპაგანდა. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ბოლომდე გამოყენება ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. ეს შეიძლება ასევე იყოს რასობრივი გამონათქვამები, სიძულვილის ენა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებად საერთოდ არ განიხილება", – განაცხადა ევა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად