ეუთო-ს უკრაინელმა დეპუტატებმა, პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკრაინელმა დეპუტატებმა, რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილებების აღდგენისადმი პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვეს.

უმაღლესი რადას პირველმა მოადგილემ ირინა გერაშენკომ თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ უკრაინის დელეგაცია სხდომათა დარბაზში პარასკევამდე არ დაბრუნდება, პარასკევს კი ეუთო-ში რუსეთს დელეგაციისთვის უფლებამოსილებების დაბრუნების გასაჩივრების საკითხი იქნება განხილული.

„მანამდე ჩვენ არ შეგვიძლია ერთ დარბაზში ვისხდეთ მკვლელებთან ერთად“, – წერს გერაშენკო.

აქამდე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ეუთო-ს გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილებები აღუდგა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც რეზოლუციის მიღების წინააღმდეგ იბრძოდა.

შეგახსენებთ, 2014 წელს, ეუთო-მ, ყირიმის ანექსიისა და დონბასში კონფლიქტის დაწყების გამო, უფლებამოსილებები შეუჩერა. დღეს კი, ეუთო-მ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც დელეგაციას უფლებები სრულად აღუდგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...