ეუთო-ს პრეზიდენტი: დღევანდელი არჩევნები და შედეგები დემოკრატიის მაგალითია

თბილისი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს, რომელიც საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" გაიმართა. დღევანდელი სესია საპარლამენტო ასამბლეის გენერალური კომიტეტის ხელმძღვანელის არჩევით დასრულდა.

"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ასეთი მასპინძლობისათვის. ისეთი კარგი იყო ყველაფერი, რომ გვწყინს კიდეც, რომ ასე მალე მივდივართ. ჩემი აზრით, უამრავი საქმე გვაქვს. ჩვენ ყველა ქვეყანაში უნდა გავაგრძელოთ დემოკრატიის გაუმჯობესებაზე მუშაობა. მაგალითისათვის, სწორედ დემორატიაა დღევანდელი არჩევნებისა და შედეგების შემთხვევა.

სამი მოწინააღმდეგე ვიყავით და სამართლიანი ბრძოლა გავწიეთ. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ჩემს კოლეგას, რომელიც ჩემთან ერთად იღებდა ამ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ერთმანეთისაგან განსხვავებული აზრი გვქონდეს და განსხვავებული რეგიონებიდან მოვდიოდეთ, ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ", – განაცხადა ეუთო-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ქრისტინ მუტონენმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად