ეუთო-ს არჩევნების პირველადი შედეგებით წერეთელს ავსტრიელი კანდიდატი უსწრებს

თბილისი ეუთო-ს საპარამენტო ასამბლეის 25-ე სესიას მასპინძლობს, რომელიც ამ წუთებში საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარეობს და დღეს დასრულდება. 

დღეს ეუთო-ს სამუშაო სესიის ბოლო დღეა. დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ახალ პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს აირჩევს. არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით, ავსტრიის კანდიდატმა კრისტინ მუტონენმა 96 ხმა აიღო, საფრანგეთის კანდიდატმა ალენ ნერიმ 26 ხმა, ხოლო გიგი წერეთელმა 85. 

აღნიშნული შედეგების შემდეგ გამოცხადდა არჩევნების მეორე ტური. 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის კანდიდატურაზე სამი პრეტედენტია წარდგენილი: ავსტრია – კრისტინ მუტონენი, საფრანგეთი – ალენ ნერი და საქართველო – გიგი წერეთელი.

რაც შეეხედა თავმჯდომარის მოადგილეს, მასზე ოთხი კანდიდატია წარდგენილი; ლიტვა – ალეკნაიტე აბრამიკენე, რუმინეთი – ვიქტორ პაულ დობრე, აზერბაიჯანი – აზაი გულიევი და პორტუგალია – იზაბელ სანტოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად