ეუთო რეზოლუციაში რუსეთს ყირიმიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტი ყირიმს რუსეთის ნაწილად არ აღიარებს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მიღებულ რეზოლუციაში გმობს ყირიმის ოკუპაციას და მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს ნახევარკუნძულიდან თავის სამხედროები. 

რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა “კვლავ აცხადებს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრული
პატივისცემის შესახებ”. ტექსტში მითითებულია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა უკრაინას ცნობს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც მოიცავს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას, ქალაქ სევასტოპოლს და საზღვაო რაიონებს”. ეუთოს დეპუტატები “გმობენ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციას”, მოუწოდებენ გაიყვანოს ნახევარკუნძულიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები და დააბრუნონ ის უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშ.

გარდა ამისა, რეზოლუციაში რუსეთი დადანაშაულებულია აზოვის ზღვის და ყირიმის ნახევარკუნძულის მზარდ მილიტარიზაციაში.

რეზოლუცია შეიცავს ~ რუსეთის ფედერაციისადმი მოწოდებას აღმოუჩინოს სამედიცინო და იურიდიული დახმარება 2018 წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში ინციდენტის შემდეგ დაპატიმრებულ უკრაინელ მეზღვაურებს.

რუსეთის დელეგაცია შეეცადა გაეტანა შესწორება, რომლის შედეგადაც ყირიმის დეოკუპაციის და უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ თეზისები რეზოლუციის ტექსტიდან ამოღებული იქნებოდა, მაგრამ ვერ შეძლო.

შესწორების შეტანის ნცდელობა იყო აგრეთვე პუნქტში, რომლის თანახმადაც უნდა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში, ორივე მხარემ სრულად უნდა გაიტანოს მსხვილკალიბრიანი შეიარაღება, დაუყოვნებლივ უნდა მოეღოს ბოლო ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას და უნდა გაიზარდოს ინვესტიციები განაღმვის საწარმოებლად.

რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს სპეციალური მონიტორინგული მისიის მიერ აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში სიტუაციაზე დაკვირებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას.

რეზოლუციაში მითითებულია საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების დარღვევის გამო რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტის წევრი 88 დეპუტატიდან რეზოლუციას მხარი დაუჭირა 54-მა, წინააღმდეგი იყო 6 და თავი შეიკავა 6-მა.

მასლა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად