ეუთო მხარეებს დონეცკის აერპორტისთვის ბრძოლების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ეუთოს მონიტორინგის მისია დაპირისპირებულ მხარეებს სამხედროების და მძიმე ტექნიკის დონეცკის აეროპორტიდან გაყვანისკენ მოუწოდებს. 

აღნიშნული განცხადება ეუთომ დღეს საღამოს გაავრცელა. განცხადებაში ეოთოს მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მხოლოდ მეორე მცდელობის შემდეგ მოხვდნენ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ იქ საცხოვრებელი შენობების და ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანებები დააფიქსირეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ უშუალოდ აეროპორტის ტერიტორიაზე მოხვედრა ვერ მოახერხეს. მისიის წევრებმა  განსაკუთრებულად უარყოფითად შეაფასასეს საცხოვრებელი რაიოონების სიახლოვეს წარმოებული ბრძოლები, რომელიც მათი თქმით მშვიდობიან მოსახლეობაში გარდაუვალ მსხვერპლს იწვევს.

დღეს ეუთოს მისიის დამკვირვებელთა ჯგუფი ორმხრივ სროლაში მოყვა. საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაშავებულა.

როგორც კიევის ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, აეროპორტზე კონტროლს უკრაინის არმია ახორციელებს. სტრატეგიული ობიექტისთვის ბრძოლა გასული წლის აპრილის შემდეგ მიმდინარეობს. ბრძოლებში მძიმე ტექნიკა და არტირელიაა ჩართული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად