ეუთო 24 იანვარს აზოვის ზღვაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დებატებს გამართავს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 იანვარს აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივი დელეგაციის თავმჯდომარემ ვლადიმერ არიევმა Facebook- ზე დაწერა.

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გადაუდებელი დებატები აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში არსებული მდგომარეობის შესახებ ხუთშაბათს, დილით სტრასბურგში გაიმართება, უყურეთ მაუწყებლობას”, – დაწერა არიევმა.

აღსანიშნავია, რომ 21 იანვრიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია სტრასბურგში ტარდება.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს, ოდესიდან მარიუპოლისკენ უკრაინული მცირე ჯავშნიანი კატარღა “Бердянск” და “Никополь”, აგრეთვე ბუქსირი “Яны Капу” მიემართებოდა, როდესაც რუსული სასაზღვრო გემი “Дон” უკრაინულ “Яны Капу”-ს შეეჯახა. დაზიანდა ორივე ხომალდი. როდესაც უკრაინულმა გემებმა ქერჩის სრუტისკენ დაიწყეს მოძრაობა, რუსული გემები მათ გაჰყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინული ხომალდები დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის ორი დაჭრილია. რუსული მხარე უკრაინის ქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს.

აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად