Europeana-ზე პირველად ქართული ისტორიული კოსტიუმის კოლექცია განთავსდა

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანადია სოციალურ ქსელში წერს.

“ძალიან მაგარი ამბავი!

Europeana-ზე პირველად ქართული ისტორიული კოსტიუმის კოლექცია განთავსდა

ევროკავშირის უმსხვილესი ინსტიტუციის Europeana-ს პორტალზე პირველად განთავსდა ქართული ექსპონატები ხელოვნების სასახლის კოლექციიდან. Europeanaარის კულტურული მემკვიდრეობის ევროკავშირის უმსხვილესი დიგიტალური პლატფორმა, სადაც გაწევრიანებულია 3 ათასი ინსტიტუცია მთელი ევროპის მასშტაბით. დიგიტალურ პლატფორმას საათში 10 მილიონი მნახველი ჰყავს. ინსტიტუციის შექმნას საფუძველი 2008 წელს დაედო და დღეისათვის ციფრულ ბიბლიოთეკაში აღრიცხულია 58 მილიონზე მეტი არტეფაქტი. Europeana-თან მოლაპარაკება 2018 წელს, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში დაიწყო. ინსტიტუცია მზადყოფნას გამოთქვამს გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ევროპის ციფრულ პლატფორმაზე მეტი ქართული სამუზეუმო კოლექცია განათავსოს. ამ საქმეში გაწეული დიდი ღვაწლისათვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თეონა ჯაყელს Teo Jakeli, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომელს და ჩემს თანაშემწეს თაკო თოლორდავას Tako Tolordava! ხელოვნების სასახლე კიდევ ერთხელ ღირსეულად წარსდგა მსოფლიო აუდიტორიიის წინაშე! ესეც ჩვენი ბმული https://www.europeana.eu/portal/en/search…”-წერს გიორგი კალანადია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...