Euronews: რუმინეთში მღვდლები მრევლს საერთო კოვზით აზიარებენ – ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა კი იზრდება

რუმინეთის ქალაქ კლუჟში, საკვირაო ქადაგებაზე კამერებმა დააფიქსირეს, რომ მართლმადიდებელი მღვდლები მორწმუნე და ერთგულ მრევლს საერთო კოვზით აზიარებდნენ. შესაბამისი ფოტო მასალა კი ადგილობრივმა საინფორმაციო პლატფორმამ გამოაქვეყნა.

იმის ფონზე, რომ მსოფლიო და მათ შორის რუმინეთიც ახალი კორონავირუსის გავრცელებას ებრძვის, ხალხი კი შინ ზის ამ მიზნით და გარეთ გამოსვლას ერიდებიან, მღვდლები თითქოს ამის სრულიად საპირისპიროს აკეთებენ და დიდ რისკზე მიდიან.

“ბევრი მღვდელი მგონი ვერ ხვდება, რა ხდება, თანაც მათ პატრიარქისგან ბრძანება არ მიუღიათ ამის შესახებ და ისევ ისე გააგრძელეს, ჩვეულებრივ, როგორც აქამდე. ამას კი შედეგი მოჰყვება. როდესაც 100 ადამიანია ერთად თავმოყრილი, დიდი შანსია იმისა, რომ ერთი მათგანი ინფიცირებული იყოს”, – ამბობს ბოგდან ტანასე, რუმინეთის ექიმთა ალიანსის ხელმძღვანელი.

მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 28 თებერვალს განსაკუთრებული ზომების მიღების შესახებ განაცხადა, მოთხოვნა არ ყოფილა ის, რომ მორწმუნეებისთვის ინდივიდუალური კოვზები გამოყენებულიყო.

მას მერე კი, რაც აღნიშნული ფოტო მასალა გამოქვეყნდა და ინტერნეტში გავრცელდა, რუმინეთის საეკლესიო მმართველობამ გამოაქვეყნა ახალი ზომები, მათ შორის განაცხადა იმის შესახებ, რომ მსახურება კვლავ საჯარო იქნება, თუმცა მას მრევლი აღარ დაესწრება, თუმცა მათ მსახურებისთვის თვალის მიდევნება ონლაინ რეჟიმში, ინტერნეტსა და ტელევიზორში შეეძლება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად