Eurasianet: საქართველოში სააკაშვილის პოლიტიკურ არენაზე დაბრუნება მხოლოდ ზიანის მომტანია მისივე პარტიისთვის

„სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებით წარსულში ბრუნდება“ – ამ სათაურით eurasianet სტატიას აქვეყნებს. „საქართველოში სააკაშვილის პოლიტიკურ არენაზე დაბრუნება მხოლოდ ზიანის მომტანია მისივე პარტიისთვის – წერს გამოცემა.

სტატიაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ შანსები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე არც ისე ცუდად გამოიყურება იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გაიზარდა მმართველი გულის პოპულარობა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძებების შედეგად.

„პოლარიზებული სააკაშვილის საარჩევნო ბიულეტენზე გამოჩენით მმართველი გუნდის შანსები უფრო მეტად იზრდება. – წერს გამოცემა.

„სააკაშვილი ახლა ძებნილია საქართველოში და ქვეყანაში ფეხის დადგმისთანავე მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით. მან რამდენიმე წელი უკრაინაში დაჰყო, მათ შორის ოდესის მმართველის ამპლუაში. მაისში იგი უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა, რის გამოც ოფიციალურმა თბილისმა კიევში თავისი ელჩი გამოითხოვა. მიუხედავად ყველაფრისა, სააკაშვილი დროდადრო განაგრძობდა თავისი სამშობლოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას და არც სოციალურ მედიაში მალავდა თავის მტრულ განწყობას ივანიშვილისა და ქართული ოცნების მიმართ. სულ ახლახანს კი მან უკვე ქართულ პოლიტიკაში ფორმალურად დაბუნების შესახებაც განაცხადა“ – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში მოყვანილია ანალიტიკოსების მოსაზრებები, რომლებიც აცხადებენ, რომ სააკაშვილს ნაციონალური მოძრაობა მძევლად ჰყავს აყვანილი.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პოპულარობა მაშინ მოიპოვა, როდესაც „მიშა დუმდა და უკრაინის საქმეებით იყო დაკავებული“ – ამ ციტატის ავტორი, გიორგი მჭედლიშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკური მკვლევარია. მისი თქმით, „მიშა ისეა გატაცებული თავისი ეგოცენტრიზმით, რომ ვერ აიტანს, რომ მისმა პარტიამ მის გარეშე უკეთესი შედეგი დადოს.

„მიშას პირადი გემოვნების საკითხი რომ არა, ნებისმიერი ტექნოკრატი იქნებოდა [ენმ-ს კანდიდატი], მაგრამ მას მსგავსი სცენარი არ მოსწონს,“ მიიჩნევს კორნელი კაკაჩია და დასძენს: „არამგონია, ვინმეს მასზე გავლენის მოხდენის ძალა შესწევდეს. ენმ მძევლად ჰყავს აყვანილი – მის გარეშე ნაბიჯსაც ვერ დგამენ“.

რაც უფრო მეტად ჩაერევა სააკაშვილი საქართველოს საქმეებში, „მით მეტ სარგებელს მიიღებს ბიძინა ივანიშვილი,“ ამბობს ანალიტიკოსი დიმიტრი მონიავა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ კომენტარში.

„ყველა ამას ამბობს: სააკაშვილის მეგობრები, მტრები თუ ნეიტრალური შემფასებლები. თუმცა, ის იმ მოკრივეს ჰგავს, მრავალგზის რომ დაამარცხეს არენაზე, მაგრამ მაინც სურს თავი გამარჯვებულად აჩვენოს, რევანშზე ოცნებით კი, მზადაა, წარსულშიც კი დაბრუნდეს იმავე რინგზე, კარგად ნაცნობი მხარდამჭერებით“.“ – ნათქვამია სტატიაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად