Eurasia Group-მა 2021 წლის მთავარი რისკები დაასახელა

საკონსულტაციო კომპანია Eurasia Group-მა დაასახელა ძირითადი რისკები, რომლებიც, მისი აზრით, მსოფლიოს 2021 წელს ემუქრება.

რეიტინგში პირველი ადგილი უჭირავს “გაყოფილ ამერიკას” – ექსპერტების აზრით, მოდის ეპოქა, როდესაც აშშ-ს მოქალაქეთა დაახლოებით ნახევარი სახელმწიფოს მეთაურს არალეგიტიმურად თვლის. კომპანიის აზრით, აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უარი არჩევნების შედეგების აღიარებაზე უნიკალური ქმედებაა შეერთებული შტატების ისტორიაში, რომელიც ხაზს უსვამს რამდენად დანაწევრებულია ამერიკა.

მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი, ანალიტიკოსების აზრით, კორონავირუსის პანდემიაა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე პანდემია საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ხალხის სიცოცხლეს, არამედ პოლიტიკურ სტაბილურობას და გლობალურ ეკონომიკას. ვაქცინების განაწილება გამოიწვევს მდიდარსა და ღარიბს შორის დაყოფას, რაც ბევრ ქვეყანაში არეულობის სათავე გახდება.

რეიტინგში მესამე ადგილზე ექსპერტებმა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა განათავსეს და აღნიშნეს, რომ ამ სფეროში გლობალური თანამშრომლობა კონკურენციით შეიცვლება.

ასევე, წლის მთავარ რისკებს შორის, ანალიტიკოსები ასახელებენ დაძაბულობას ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში, სხვა ქვეყნებში კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემის სირთულეებს, კიბერ სივრცეში კონფლიქტის ალბათობას, რაც გამოიწვევს უპრეცედენტო ტექნოლოგიურ და გეოპოლიტიკურ რისკებს. ამას გარდა, ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკის შესუსტებას ნავთობის დაბალი ფასების ფონზე და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მოსალოდნელ გადადგომას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად