EURACTIV: დადგა დრო, როდესაც ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება გახდეს ამ კავშირის ნაწილი

ევროკავშირი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვი და უკრაინა – გამოააშკარავა მხოლოდ შემდეგი – ”ჩვენ მხარს დავუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და სამხრეთ სამეზობლოს ქვეყნებს, რაც გამოხატული იქნება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ აღმავლობაში,- ,, EURACTIV“ ევროკომისიის პრეზიდენტს ციტირებს.

როგორც სტატიაში აღნიშნულია, დადგა დრო, როდესაც ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება გახდეს ამ კავშირის ნაწილი და მან ეს უფლება საქართველომ თავისი ისტორიის, დემოკრატიული ღირებულებების და ევროპული იდეის ერთგულების გზით მოიპოვა.”
სტატიის ავტორი საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის შეფასებაზეც წერს, რომლის მიხედვით ეს ურთიერთობა ისტორიულ სიმაღლეზეა საქართველოს ევროინტეგრაციის მასშტაბების თვალსაზრისით.

დადგა დრო, როდესაც ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება გახდეს ამ კავშირის ნაწილი. ეს უფლება საქართველომ თავისი ისტორიის, დემოკრატიული ღირებულებების და ევროპული იდეის ერთგულების გზით მოიპოვა.”ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც ამჟამად წარმოადგენს ბლოკის სამხრეთ კავკასიის ქვეყანასთან ურთიერთობის საფუძველს, უკვე აღიარებს ”საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს”, მაგრამ არ აქვს ”ევროპული პერსპექტივის” ფორმულირება“, – წერს გამოცემა.

როგორც „EURACTIV“ -ს საქართველოს მთავრობამ განუცხადა, საქართველო მზადაა საბოლოო გამოცდისთვის ევროპული ღირებულებებისადმი მისი ერთგულებისა და შესაძლებლობების შესამოწმებლად და დასამტკიცებლად.

”ჩვენ გვესმის, რომ ასეთი უფლება ასევე განპირობებულია მრავალი დემოკრატიული, ეკონომიკური და საკანონმდებლო კრიტერიუმით, მაგრამ, მსგავსად ჩვენი წინამორბედი სხვა ევროპელი ერებისა, საქართველო მზადაა საბოლოო გამოცდისთვის ევროპული ღირებულებებისადმი მისი ერთგულებისა და შესაძლებლობების შესამოწმებლად და დასამტკიცებლად”, – ასე უპასუხა საქართველოს მთავრობამ „EURACTIV” – ს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად