ეტლით მოსარგებლე დიანა ჯიშიაშვილი პარლამენტში იწყებს მუშაობას

ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალუ ქსელ ფეისბუქში ავრცელებს.

“დიანა პარლამენტში იწყებს მუშაობას. უმძიმესი ტრავმის შედეგად მას კისრის მალები დაუზიანდა და სრულად დაკარგა მოძრაობის შესაძლებლობა. ორი წლის განმავლობაში ჯდომასაც კი ვერ ახერხებდა. საავადმყოფოში გატარებული ხანგრძლივი დროის შემდეგ, ეტლით დაბრუნდა სახლში. შემდეგ ჩააბარა კოლეჯში. დაიწყო ვარჯიშიც და გახდა ფარიკაობაში მსოფლიოს და ევროპის პრიზიორი. შექმნა ოჯახი და ჰყავს 4 თვის შვილი. დანარჩენს თვითონ მოგიყვებათ: https://bit.ly/2LeLbYO

ჩვენ #ერთად შევეცდებით უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მომავალი.

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. #IDPD” -ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად