A1 ბანერი

ეთიოპიის ავიაკატასტროფის შემდეგ, Boeing-ის კაპიტალიზაცია 26,6 მილიარდი აშშ დოლარით დაეცა

ავიაკომპანია Boeing-ის კაპიტალიზაცია, ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, 26,6 მილიარდი აშშ დოლარით დაეცა. ამაზე მეტყველებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟები (NYSE) და Yahoo Finance.

მონაცემების მიხედვით, თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე, კომპანიის აქციის ღირებულება 422,5 აშშ დოლარს შეადგენდა, კაპიტალიზაცია კი – 238,7 მილიარდ აშშ დოლარს. ლაინერის ჩამოვარდნის მომდევნო სამუშაო დღეს კი, აქციების ფასი 375,4 აშშ დოლარამდე დავარდა, ხოლო კაპიტალიზაციის მაჩვენებელმა 212,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ავიაკატასტროფის შემდეგ პირველ დღეს, Boeing-ის აქციების ფასი 11%-ით დაეცა, რაც 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავმა Boeing 737 Max 8 კატასტროფა 10 მარტს, ადის-აბების აეროპორტიდან აფრენის შემდეგ განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე 149 ადამიანი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგანაც ყველა დაიღუპა. დაღუპულები 35 ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ავიაკატასტროფის შემდეგ, Boeing 737 MAX-ის ფრენები აიკრძალა ევროკავშირის ქვეყნებში, ყაზახეთში, ფიჯიზე, ახალ ზელანდიაში და კიდევ მთელ რიგ ქვეყნებში. აშშ-მა აღნიშნული ლაინერის ფრენის აკრძალვაზე უარი განაცხადა. თავად კომპანია Boeing-ი კი ახედებს, რომ კომპანიის თვითმფრინავებით სარგებლობა სრულიად უსაფრთხოა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...