ეთიოპიის ავიაკატასტროფის შემდეგ, ავსტრალიაში Boeing 737 Max 8-ის მარკის თვითმფრინავებით ფრენები აიკრძალა

ავსტრალიის სამოქალაქო ავიაციამ (CASA) მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს Boeing 737 Max 8-ის ფრენები, რაც ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ გადაწყდა.

განცხადებაში, რომელიც ავიაციის მიერ ვრცელდება, აღნიშნულია, რომ ამ ტიპის თვითმფრინავებს ეკრძალება აეროპორტიდან აფრენა ან მასზე დაშვების განხორციელება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს დროებითი აკრძალვაა და შესაძლოა მოიხსნას, როდესაც ცნობილი გახდება დამატებითი ინფორმაცია ფრენების უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით.

მიღებული გადაწყვეტილება არ აისახება ავსტრალიურ ავიაკომპანიებზე, ვინაიდან ისინი არ სარგებლობენ Boeing 737 Max 8-ით.

ამ აკრძალვის გამო ყველაზე მეტად Air Fiji დაზარალდება, რომელის სარგებლობს ამ მარკის ლაინერებით და ფრენებს ახორციელებდა ბრისბენში, ადელაიდში, სიდნეისა და მელბურნში.

აქამდე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სინგაპურმა, ინდონეზიამ და ჩინეთში. აღნიშნული ქვეყნის აეროპორტები არ მიიღებენ Boeing 737 Max 8-ის მარკის ლაინერებს.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავმა Boeing 737 Max 8 კატასტროფა 10 მარტს, ადის-აბების აეროპორტიდან აფრენის შემდეგ განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე 149 ადამიანი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგანაც ყველა დაიღუპა. დაღუპულები 35 ქვეყნის მოქალაქეები არიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...