A1 ბანერი

ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, არგენტინამ Boeing 737 MAX-ის ფრენები აკრძალა

არგენტინის სამოქალაქო ავიაციის ნაციონალურმა სამმართველომ, ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing 737 MAX-ის მოდელის თვითმფრინავის ფრენები აკრძალა საკუთარ ტერიტორიებზე.

“სამმართველომ მიიღო გადაწყვეტილება, არგენტინის სერტიფიცირებული ავიაკომპანიების მიერ აიკრძალოს Boeing 737 MAX-ის თვითმფრინავების ექსპლუატაცია”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

აქამდე არგენტინულმა ავიაკომპანიამ Aerolineas Argentinas განაცხადა, რომ შეაჩერა Boeing 737 MAX 8-ის თვითმფრინავებით სარგებლობა.

კომპანიამ Boeing, ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, 15 მარტს, შეაჩერა თვითმფრინავ 737 MAX-ის წარმოება.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავმა Boeing 737 Max 8 კატასტროფა 10 მარტს, ადის-აბების აეროპორტიდან აფრენის შემდეგ განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე 149 ადამიანი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგანაც ყველა დაიღუპა. დაღუპულები 35 ქვეყნის მოქალაქეები არიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...