ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ერთ-ერთი დაღუპულის ოჯახმა კომპანია Boeing-ს უჩივლა

ეთიოპიაში, Ethiopian Airlines-ის ავიაკატასტროფის შედეგად ერთ-ერთი დაღუპულის, რუანდის მოქალაქის ოჯახმა, ჩიკაგოს ფედერალურ სასამართლოში, კომპანია Boeing-ს უჩივლა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულის ოჯახი კომპანიას, ავტომატური ფრენის მართვის სისტემის შექმნისას შეცდომის დაშვებაში სდებს ბრალს და კომპანიისგან, დაღუპულის გამო კომპენსაციას ითხოვს.

თვითმფრინავი Boeing 737 MAX 8Ethiopian Airlines, რომელიც კენიაში მიფრინავდა, მარტს, ადის-აბებიდან აფრენიდან 6 წუთის შემდეგ ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა, 157-ვე ადამიანი დაიღუპა. ბოლო 5 თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე ავიაკატასტროფაა, რომელიც MAX-ის მოდელის თვითმფრინავმა განიცადა.

პირველი შემთხვევა 2018 წლის ოქტომბერში მოხდა, როდესაც ინდონეზიაში ამავე მოდელის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა, 189-ვე ადამიანი დაიღუპა.

ავიაკატასტროფის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა, მათ შორის ყაზახეთმა, ფიჯიმ, ახალმა ზელანდიამ, იამაიკამ და კიდევ სხვა ბევრმა სახელმწიფომ კომპანია Boeing-ს თვითმფრინავები აკრძალეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...