ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა შორის 19 გაეროს თანამშრომელია

ეთიოპიაში, ავიალაინერის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა შორის 19 გაეროს თანამშრომელია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავიაკატასტროფას გაეროს სხვადასხვა ქვეგანყოფილებების წარმომადგენლები ემსხვერპლნენ.

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გლოვის ნიშნად, გაერო და მასში შემავალი სტრუქტურები დროშებს დაუშვებენ.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავმა Boeing 737 Max 8 კატასტროფა 10 მარტს, ადის-აბების აეროპორტიდან აფრენის შემდეგ განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე 149 ადამიანი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგანაც ყველა დაიღუპა. დაღუპულები 35 ქვეყნის მოქალაქეები არიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...