A1 ბანერი

ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, Boeing 737 Max 8-ის სერიის თვითმფრინავების წარმოება შეჩერდა

ავიაკომპანიამ Ethiopian Airlines, Boeing 737 Max 8-ის სერიის თვითმფრინავების წარმოება შეაჩერა. ეს მას მერე მოხდა, რაც ავიაკომპანიის ერთ-ერთმა თვითმფრინავმა ეთიოპიაში ავიაკატასტროფა განიცადა.

როგორც Ethiopian Airlines-ში აცხადებენ, ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნული ზომა კი უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღების ფარგლებში იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავმა Boeing 737 Max 8 კატასტროფა 10 მარტს, ადის-აბების აეროპორტიდან აფრენის შემდეგ განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე 149 ადამიანი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგანაც ყველა დაიღუპა. დაღუპულები 35 ქვეყნის მოქალაქეები არიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...