Ethereum-ის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

კრიპტოვალუტა Ethereum-ის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, მისი ფასი 4,000 აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას MarketWatch-ი ავრცელებს.

გასული კვირის შემდეგ აღნიშნული კრიპტოვალუტის ღირებულება 30%-ით გაიზარდა და 460 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Ethereum-ის ფასი გასულ წელს თითქმის 2,000 %-ით გაიზარდა და ბიტკოინის შემდეგ მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტა გახდა.

ბოლო მონაცემებით ბიტკოინის ფასი 59,287 აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა კრიპტოვალუტამ ბოლო რეკორდულ ნიშნულს 17 აპრილს მიაღწია, რა დროსაც ბიტკოინი 60,000 აშშ დოლარი ღირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...