ეთერ ლიპარტელიანმა რუსი ძიუდოისტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა

რუსეთის ქალაქ იჟევსკში 23 წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.

ჩემპიონატის პირველ დღეს 60-66 კგ წონითი კატეგორიების კაცებმა და 48-52-57 კგ წონითი კატეგორიების ქალებმა გაინაწილეს მედლები.

ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში ამ ასაკში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა ფინალურ ბრძოლაში მასპინძელი დანა ნაგუჩევა დაამარცხა იპონით და ევროპის ცემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა უნგრელი ბრიჯიტა ვარგა (1:27), ხორვატი ტოჰეა ტოპოლევიცი (0:14), პორტუგალიელი ვილსა გომეში (1:00) დაამარცხა.

კაცთა შორის 60 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვების უპირველეს ფავორიტებად მიჩნეული ქართველი ძიუდოისტები – თემურ ნოზაძე და ჯაბა პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლებით დაკმაყოფილდნენ.

66 კგ წონით კატეგორიაში ლუკა კაპანაძე 19 წამში დამარცხდა იპონით ესპანელ დავიდ გარსია ტორნესთან, რომელსაც მანამდე მერვედფინალში ამ წონაში მოასპარეზე კიდევ ერთი ქართველი, გიორგი თუთიშვილი ჰყავდა დამარცხებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად