ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი დაამარცხა (ვიდეო)

ისრაელში სტარტი აიღო ძიუდოისტთა შეჯიბრებამ თელ-ავივის გრან პრიზე

დღეს ტატამზე 60-66 კგ წონითი კატეგორიის კაცები და 48-52-57 წონითი კატეგორიების ქალები ეცილებიან ერთმანეთს გამარჯვებას.

წარმატებით დაიწყო ასპარეზობა 57 წონითი კატეგორიის ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა, რომელსაც პირველ მეტოქედ წილისყრით მსოფლიო რეიტინგში მე-15 ადგილზე მყოფი, შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი პოლონელი იულია კოვალჩიკი ჰყავდა.

ლიპარტელიანმა კარგად ჩაატარა შეხვედრა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ ძირითად დროში გაქვითა მის მიერ პირველივე წამებზე მოპოვებული ვაზარი, ოქროს დროის მე-5 წუთზე აღებული კიდევ ერთი ვაზარით შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მერვედფინალში ეთერ ლიპარტელიანის (N30) მეტოქე აზერბაიჯანელი ალექსანდრა-ლარისა ფლორიანი (N51) იქნება.

52 კგ წონით კატეგორიაში ტატიან ლევიცკა-შუკვანი (N37) ოლიმპიური ლიცენზიის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ, აზერბაიჯანელ მამადალიევასთან (N40) შეხვედრაში ოქროს დროში 2 შიდოს უპირატესობით შევიდა, მაგრამ პირველივე წუთის მიწურულს ვაზარი გაუშვა და დამარცხდა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად