ეთერ ლიპარტელიანმა მალაგაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ესპანეთის ქალაქ მალაგაში იუნიორ ძიუდოისტთა შორის ევროპის თასის გათამაშება მიმდინარეობს. 20 წლამდე ასაკის 23 ქვეყნის 334 იუნიორ ძიუდოისტთა (198 ვაჟი, 139 გოგონა) შორის ოთხი საქართველოდანაა: ნატალია ყიფშიძე (48კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57კგ), მარიამ ჭანტურია (70კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ).

საქართველოს ძიუდოისტი ქალები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ბარიერიდან საკმაოდ შორს არიან, თუმცა საბოლოო შერჩევის დასრულებამდე კიდევ ერთი წელია დარჩენილი და სხვადასხვა დონის ტურნირებზე წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში, საკმარისი სარეიტინგო ქულების მოგროვება სულაც არ არის შეუძლებელი. მინიმუმ სამი ქალი ძიუდოისტის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის შემთხვევაში კი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს, სამი ქალის და სამი კაცის შემადგენლობით, შესაძლებლობა მიეცემა იბრძოლოს გუნდურ პირველობაზე მედლების მოპოვებისთვის.

გუშინ, შეჯიბრების პირველ დღეს, სოფიო სომხიშვილმა (+78კგ), სამწუხაროდ, მხოლოდ მეშვიდე იყო, ხოლო მარიამ ჭანტურიამ (70კგ) ბრწინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.

დღეს, მალაგაში, მედლებისთვის ბრძოლაში 48-52-57კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ჩაერთვნენ.

48 კგ წონით კატეგორიაში ნატალია ყიფშიძემ ესპანელ ეიდერ ბარანდიარან ბადეიროსთან შეხვედრის დაწყებიდან უკვე 27 წამში აღებული ვაზარი ბოლომდე შეინარჩუნდა, სძლია მეტოქეს და პულის ფუნალში ჯეიდ დესბუას შეხვდა, შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე ვაზარი გაუშვა და დამარცხდა.

რეპეშაჟში გადასულმა ნატალია ყიფშიძემ პირველი შეხვედრა იპონით მოუგო პორტუგალიელ ლარა პირესს, მეორეში, ესპანელ მირეია როდრიგეს სალვადორთან კი იპონით დამარცხდა და საბოლოოდ ასპარეზობა მე-7 ადგილზე დაასრულა.

57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელინმა გერმანელი მალინ ფიშერი 33 წამში დაამარცხა იპონით, შემდეგ პულის ფინალში ფრანგ ამბრე საბასთან შეხვედრის დასაწყისში ვაზარი გაუშვა, ფრანგი ყრუ თავდაცვაზე გადავიდა, ბრძოლას ყველანაირად თავს არიდებდა, მსაჯისგან ორი შიდოს მიიღო მაგრამ ზედ შეხვედრის მიწურულს, ვა-ბანკზე წასული ლიპარტელიანი თავისი ილეთის შესრულების დროს ბეჭებზე დაეცა და ფრანგმა გაიმარჯვა.

სამწუხარო მარცხის მიუხედავად ეთერ ლიპარტელიანმა მოახერხა ნერვების მოთოკვა და რეპეჟაში ჯერ შევეიცარიელ მარიონ ლიენგმს სძლია ვაზარით, შემდეგ იპონით დაამარცხა უნგრელი ანდრეა კარმანი და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მასპინძელ მარინა გარიგა ორტეგას იპონით მოუგო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

ამრიგად, ევროპის თასზე მალაგის იუნორ ძიუდოისტთა შეჯიბრებაზე მარიამ ჭანტურიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ეთერ ლიპარტელიანმა კი ბრინჯაოს მედალი. ნატალია ყიფშიძე და სოფიო სომხიშვილი კი მე-7 ადგილებზე გავიდნენ.

შეგახსენებ, რომ ეს ძიუდოისტები, კიდევ რამდენიმე ქარველ ქალ ძიოდოისტთან ერთად, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშების ლიცენზიის მოპოვებისთვის იბრძვიან და თუ სამი ქალი ძიუდოისტი შეძლებს ოლიმპიური თამაშების მონაწილეებში მოხვედრას, მაშინ საქართველოს ქალ და კაც ძიუდოისტთა ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილების უფლებას მოიპოვებს და მედლებისთვის იბრძოლებს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...