ეთერ ლიპარტელიანის და ტატიანა ლევიცკა-შუკვანის პირველი გამარჯვებები თელ-ავივის გრან პრიზე (ვიდეო)

ისრაელში ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრიზე ასპარეზობა დაიწყო. პირველობისთვის 53 ქვეყნის 379 ძიუდოისტი იბრძვის, მათ შორის, 218 კაცი და 161 ქალი.

თელ-ავივში ქართველი ძიუდოსტი კაცები არ ასპარეზობენ, ქალები კი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებელი სალიცენზიო ქულების მოპოვებისთვის ოთხ წონით კატეგორიაში არიან წარდგენილები.

წარმატებით დაიწყო ასპარეზობა 57 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა, რომელიც თელ-ავივის გრან პრის დაწყების წინ ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო რეიტინგში 3 ქულით 145-ე ადგილზე იყო. ეთერმა კოტ დივუარელი ზულეიჰა აბზეტა დაბონია (N51, 116 ქულა) 52 წამში იპონით დაამარცხა და პულის ნახევარფინალში მასპინძელ ტიმნა ნელსონ ლევის (N11, 867 ქულა) შეხვდება.

52 კგ წონით კატეგორიაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (ყოფილი უკრაინელი ძიუდოისტი, რომელიც ამჟამად თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანის ცოლი და საქართველოს მოქალაქე გახდა და საქართველოს ნაკრებში ადგილის მოპოვებისთვის იბრძვის) საწყის წრეში მასპინძელი პაზ კეფრის (უქულო) 55 წამში სძლია იპონით და პულის ნახევარფინალში კოსოვოელ მაჯლინდა კელმონდს (N12, 700 ქულა) დაუპირისპირდება.

ამავე წონით კატეგორიაში ჩვენი კიდევ ერთი მონაწილე მარიამ ჯანაშვილი (N93, 18 ქულა) რუს ალესია კუზნეცოვასთან (N39, 175 ქულა) დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...