ეთერ ლიპარტელიანი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს

რუსეთის ქალაქ იჟევსკში 23 წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

ჩემპიონატის პირველ დღეს 60-66კგ წონითი კატეგორიების კაცები და 48-52-57 კგ წონითი კატეგორიების ქალები ჩაებნენ მედლებისთვის ბრძოლაში.

ქართველ ძიუდოისტთაგან ყველაზე კარგად ამ ასაკში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი ასპარეზობს. მან უნგრელი ბრიჯიტა ვარგა (1:27), ხორვატი ტოჰეა ტოპოლევიცი (0:14), პორტუგალიელი ვილსა გომეში (1:00) დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს მასპინძელ დანა ნაგუჩევასთან.

კაცთა შორის 60კგ წონით კატეგორიაში გამარჯვების უპირველეს ფავორიტებათ მიჩნეული ქართველი ძიუდოისტები – თემურ ნოზაძე და ჯაბა პაპინაშვილი ნახევარფინალებში დამარცხდნენ მასპინძლებთან – რამაზან აბდულაევთან და აიუბ ბლიევთან და ახლა ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ შესაბამისად, სომეხ გორ ჰოვსეპიანთან და იტალიელ ანგელო პანტანოსთან.

66კგ წონით კატეგორიის ნახევარფინალში რუს მურად ჩოპანოვთან დამარცხდა ლუკა კაპანაძე და იგი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ესპანელ დავიდ გარსია ტორნესთან. ამ უკანასკნელმა მერვედფინალში გიორგი თუთაშვილი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად