ეთერ ლიპარტელიანი ოქროს მედლის მფლობელია!

ფინეთის ქალაქ ვანტააში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში დღეს ქალები 48-52-57 კგ წონით კატეგორიებში ასპარეზობდნენ.

57 კფ წონაში წარმატებით იასპარეზა შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელმა ეთერ ლიპარტელიანმა. მან მერვედფინალში ხორვატ დორას ბორტასთან, მეოთხედფინალში ნიდერლანდელ პლეუნი კორნელისთან, ხოლო ნახევარფინალში კი გერმანელ სეია ბალჰაუსთან იპონით მოიგო შეხვედრები და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე იტალიელი სილვია პელიტერი იყო.

მესამე წუთის ბოლოს ლიპარტელიანის მიერ აღებულ ვაზარს რამდენიმე წამის შემდეგ იპონი მოყვა და ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...