ეთერ ლიპარტელიანი და გიორგი თუთაშვილი ოქროს მედლისთვის იჭიდავებენ

ფინეთის ქალაქ ვანტააში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყო ძიუდოში.

დღეს ტატამზე 48-52-57 კგ წონითი კატეგორიების ქალები და 60-66 კგ წონითი კატეგორიების ვაჟები ასპარეზობდნენ

57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა მერვედფინალში ხორვატ დორას ბორტასთან, მეოთხედფინალში ნიდერლანდელ პლეუნი კორნელისთან, ხოლო ნახევარფინალში კი გერმანელ სეია ბალჰაუსთან იპონით მოიგო შეხვედრები და იტალიელ სილვია პელიტარის შეხვდება

66 კგ წონით კატეგორიაში გიორგი თუთაშვილმა მერვედფინალში ლატვიელ არტიომს გალაკრტიონოვსს, მეოთხედფინალში ნიდერლანდელ ივო ვერჰორშტერს, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელ იბრაჰიმ ალიევს, სამივეს იპონით სძლია და ფინალში მოლდოველ ადილ ოსმანოვის, რომელმაც მერვედფინალში ლუკა კაპანაძე დაამარცხა, პირისპირ წარსდგება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...