ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოში, ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში მორიგი შეხვედრები გაიმართა

ეთერ ლიპარტელიანის მეტოქე პულის ფინალში ფრანგი სარა-ლეონ სიზიკი იყო.

ეთერ ლიპარტელიანი ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ მეტოქემ შეძლო საპასუხო ვაზარის აება და შეხვედრა ოქროს დროში გაგრძელდა, სადაც პირველი ილეთი ისევ ფრანგმა შეასრულა და გაიმარჯვა

ეთერ ლიპარტელიანი რეპეშაჟიდან გააგრძელებს ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის. მისი პირველი მეტოქე პოლონელი კოვალჩიკი იქნება

კომენტარები
იტვირთება...