ეჭვები, რუსეთის მიერ თალიბების აშშ-ის ჯარისკაცებზე თავდასხმის სანაცვლოდ დაფინანსების თაობაზე, ფაქტებით გამყარდა

26 ივნისს, აშშ-ის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით “ნიუ-იორკ ტაიმსის” მიერ გაცხადებული ეჭვები, რუსეთის მიერ თალიბების აშშ-ის ჯარისკაცებზე თავდასხმის სანაცვლოდ დაფინანსების თაობაზე, ფაქტობრივი მტკიცებულობებით გამყარდა.

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ანალიტიკოსებს ხელში ჩაუვარდათ თალიბებთან დაკავშირებულ ანგარიშებზე რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ კონტროლირებადი საბანკო ანგარიშიდან განხორციელებული მსხვილი ფინანსური გადარიცხვების დამადასტურებელი ელექტრონული მონაცემები.

ჩვენი ნაცნობი დაზვერვის სამსახურის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულმა მონაცემებმა დაადასტურა მათი ეჭვები ამერიკის და კოალიციის ჯარების სამხედროთა მკვლელობის სანაცვლოდ რუსეთის მიერ თალიბების დაფინანსების შესახებ, – წერს “ნიუ-იორ ტაიმსი”.

დაზვერვის სამსახურის თანამშრომელთა თქმით, დადგენილია აგრეთვე არაერთი ავღანელის ვინაობა რუსეთის მიერ ჩაფიქრებული ოპერაციის ფარგლებში რუსებს და თალიბებს შორის არსებული შუამავალთა ქსელიდან.

26 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში “ნიუ-იორკ ტაიმსი” წერდა, რომ დაზვერვის თანამშრომლების აზრით, ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს მიერ მარტის ბოლოს ამ პრობლემასთან დაკავშირებით გამართულ უწყებათაშორის თათბირზე, თეთრმა სახლმა საპასუხო ზომების სანქციონირება არ მოახდინა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცებით, ადრე ამ პრობლემის შესახებ მისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, ახლა კი, იზიარებს მოსაზრებას, რომ დაზვერვის შეფასება “არ იმსახურებს ნდობას”.

ორშაბათს თეთრი სახლის პრესს-მდივანმა კეილი მაკინენმა აგრეთვე უარყო მტკიცება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ფლობდა აღნიშნულ ინფორმაციას და ეს მასთან დაკავშირებით დაზვერვის სამსახურში არსებული არაერთგვაროვნი დამოკიდებულებით, ინფორმაციის დამაჯერებლობის ნაკლებობით ახსნა.

გუშინ, “ნიუ-იორკ ტაიმსის” მიერ გამოქვეყნებული მეორე სტატიის შემდეგ, კეილი მაკინენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს ინფორმაცია აშშ-ის სამხედრო ძალებზე თავდასხმის სანაცვლოდ თალიბებისთვის რუსებისგან ანაზღაურების შეთავაზების შესახებ დაზვერვამ 26 ივნისის შემდეგ მიაწოდა.

კეილი მაკინენმა უკმაყოფილობა გამოთქვა “ნიუ-იორკ ტაიმსში” ანონიმ დაზვერვის თანამშრომელზე დაყრდნობით გავრცელებული არასრული ინფორმაციის გამო. აღნიშნა, რომ ახლა უკვე ძნელი იქნება მოპოვებული მონაცემების გადამოწმება. დაზვერვის თანამშრომელების მიერ ინფორმაციის გატანის შემდეგ გართულდება წყაროს და აქტივის როლში ყოფნის მსურველების პოვნა, მოკავშირეები არ მოისურვებენ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის განდობას, ეს ყველაფერი კი რუსეთისთვისაა ხელსაყრელი, მის ინტერესებს ემსახურება.

“ნიუ-იორკ ტაიმსში” 26 ივნისს გამოქვეყნებულ ინფორმაციას რუსეთმა უსაფუძვლო უწოდა და უარყო, გუშინდელ სტატიასთან დაკავშირებით კი ჯერჯერობით გამოხმაურება არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად