ესტონეთის საარჩევნო უბანზე ზურაბ ჯაფარიძემ გაიმარჯვა

ზურაბ ჯაფარიძემ ესტონეთის დედაქალაქის, ტალინის საარჩევნო უბანზე 34 ხმით გაიმარჯვა.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების სხვა კანდიდატებს, გრიგოლ ვაშაძემ 18 ხმა, ხოლო მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, 9 ხმა მიიღო.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 38.64%-მა მისცა, გრიგოლ ვაშაძეს კი – 37.74%-მა. სწორედ ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომლის ჩატარების უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია. დანარჩენ ამომრჩეველთა ხმები კი ასე გადანაწილდა: დავით ბაქრაძე – 10,97%, შალვა ნათელაშვილი – 3,74%, ზურა ჯაფარიძე – 2,26%, დავით უსუფაშვილი – 2,26%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად