A1 ბანერი

ესტონეთში ორ ადამიანს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ ესტონეთის ორ მოქალაქეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას Postimees ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, 65 წლის პიტერ ვოლინსა და  38 წლის დენის მეტსავასს 15,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

მსჯავრდებულებს საპროცესო ხარჯების ანაზღაურება მოუწევთ, რომელიც 1,350 ევროს შეადგენს.

როგორც გამოცემა წერს, გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი რუსეთის მთავარი დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობდნენ, ესტონეთის სახელმწიფო საიდუმლოებას,  ასევე შიდა ინფორმაციას აგროვებდნენ და მოსკოვს გადასცემდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...