ესტონეთში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო

ესტონეთში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილარ ლანომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რიცხვი თითქმის მესამედით გაიზარდა და შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღეს მესამე ტალღა დაიწყო”, – თქვა იულარ ლანომ. მისი თქმით, სიხშირის ზრდის ტემპიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში დაფიქსირდება ინფექციის 150 ახალი შემთხვევა დღეში, ხოლო სექტემბრისთვის – 250.

იულარ ლანოს თანახმად, სიხშირე იზრდება ტალინში, ნარვაში, ტარტუში, პარნუში, კოჰტლა-იურვეში. მან ასევე დასძინა, რომ ახალი შემთხვევების 80% -ს “დელტა” ვარიანტი შეადგენს.

კომენტარები
იტვირთება...