ესტონეთში, კორონავირუსის გავრცელების გამო, ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

ესტონეთში, კორონავირუსის გავრცელების გამო, 28 მარტამდე ახალი შეზღუდვები შევიდა ძალაში. ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახური იუწყება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან საშუალო სკოლის მოსწავლეები დარჩებიან დისტანციურ სწავლებაზე. დაწყებითი კლასების მოსწავლეები გააგრძელებენ სწავლას პირადად და გაგრძელდება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სწავლებაც.

ასევე, 1 მარტიდან დაწესდა აკრძალვა შიდა ღონისძიებების, საზოგადოებრივი მომსახურებების, ფილმების ჩვენებების, თეატრალური წარმოდგენებისა და კონცერტების ორგანიზების შესახებ. აკრძალულია ასეთი ღონისძიებების ჩატარება 22:00 საათიდან 06:00 საათამდე. ქუჩაში ადამიანთა ჯგუფის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს.

დაიხურება აბანოები და საუნები. საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეძლებენ მომხმარებლების ადგილზე მომსახურებას 18:00 საათამდე, სოციალური დისტანცირების წესების დაცვით. სავაჭრო ცენტრების მფლობელებს მოეთხოვებათ დამატებითი დაცვის თანამშრომლების დაქირავება უსაფრთხოების წესების დაცვის შესამოწმებლად.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ესტონეთში 65 600-ს მიაღწია, 589 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყანაში გასული წლის 27 დეკემბერს დაიწყო, ამ დროისთვის ვაქცინის ორი დოზა 33,927 ადამიანმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...