ესტონეთში ამერიკული მძიმე შეიარაღების პირველი ეშელონი ჩავიდა

დღეს ესტონეთში ამერიკული მძიმე შეიარაღების პირველი ეშელონი ჩავიდა.

ტანკებით, ჰაუბიცებით და ქვეითთა საბრძოლო მანქანებით დატვირთული ეშელონის ესტონეთში ჩასვლას ადგილობრივი ხელისუფლება რუსეთის მზარდი აგრესიულობით ხსნის.

სექტემბერში ბალტიისპირეთში NATO -ს სამხედრო კონტინგენტი 12 ამერიკული მოიერიშე თვითმფრინავით A-10-ით გაძლიერდა.

როგორც Интерфакс–ი იუწყება, 40 ერთეული ამერიკული მძიმე სანხედრო ტექნიკა ესტონეთში განთავსებული ამერიკის მე-3 ქვეითი დივიზიისათვის არის განკუთვნილი. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ამერიკული ჯარების როტაცია ესტონეთში 3 ნოემბერს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად